ნაწყვეტები რომანიდან „უადვილესი“

იცი რა? მე გადავწყვიტე ვიყო ბედნიერი. რატომაც არა? ყველას აქვს ბედნიერების უფლება.

ამიერიდან ყოველ დილით, ხუთი წუთის განმავლობაში, ჩემს თავს მოვუყვები, თუ როგორ სასიამოვნოდ ვაპირებ მთელი დღის გატარებას. პირობას ვდებ, რომ ასე მოვიქცევი. უნდა შევემზადო სიკეთისა და ბედნიერებისათვის. ასე აღარც ყურადღება  გამეფანტება და სასურველ მიზანსაც იოლად მივაღწევ. ეს სადილაო დისკუსიები საკუთარ თავთან, ჭეშმარიტად სასარგებლო წუთები იქნება ჩემს ცხოვრებაში.

მგონი ბედნიერება კვამლივითაა. რაც უფრო მეტად  უბერავ, მით მეტი დგება.

ჯავრი მომდის საკუთარ თავზე, რომ არ ვარ ბედნიერი. მაგრამ ამ წუთიდან ყველაფერი, მთელი ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება. აკი განვაცხადე: „მინდა ბედნიერი ვიყო“; სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მე უკვე დავადექი იმ გზას, რომელიც ჩემს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.